შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წითელხევი, ახლანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქ. სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი 1991 წელს; უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემია 2002 წელს; აშშ "არმიის ომის კოლეჯის" კურსი 2018 წელს. 1991 წლიდან ეკავა სხვადასხვა სამეთაურო და ადმინისტრაციული თანამდებობა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, საქართველოს შსს შინაგან ჯარებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში; 2004–2005წწ. იყო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური ცხინვალის რეგიონში; 2005–2006წწ. ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" მეთაური; 2005 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე; 2007–2008წწ. III ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე ერაყში; 2008–2009წწ. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი; 2009 წელს სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე; 2009–2010წწ. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი; 2010–2011წწ. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე; 2012–2013წწ., 2015–2016წწ. ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური; 2013–2015წწ. აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი; 2018 წელს გენშტაბის პერსონალის დეპარტამენტის უფროსი; 2018–2020წწ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი; 2020 წლიდან სამხედრო ატაშე შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სამეფოებში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 28-29 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |