The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ყორანაშვილი

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1927  (97 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1941 წელს სწავლობდა ბორჯომის სახელოსნო სასწავლებელში; 1939-1940 წლებში კი კრიხელის ქორეოგრაფიულ სტუდიაში.

1950-1953 წლებში ხელმძღვანელობდა ცხინვალის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს; 1955 წლიდან ცხინვალის თეატრის ქართული დასის მსახიობია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მიხო (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ივანე (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ღვთისო (ი. ჭაჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ტიმოთე (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), სილვესტრო (მოლიერის "სკაპენის ოინები"), მოშიაშვილი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), გიგა (ა. სუმბათაშვილის "ღალატი") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.52

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: