The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ხოფერია

შოთა ხოფერია
Date of birth:16 May, 1932
Date of death:2006  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

ფოთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი (ქორეოგრაფი შ. ჩახავა) აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის პოპულარული ქართული ცეკვის თვითშემოქმედ ანსამბლში (ხელმძღვანელი გ. დარახველიძე). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1958 წელს ქართული ცეკვების ნიჭიერი შემსრულებელი ი. სუხიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ჩარიცხა, სადაც სულ მალე ანსამბლის ერთ-ერთი საუკეთესო სოლისტი-მოცეკვავე გახდა. ხოფერიამ 15 წელი იმოღვაწა სახელგანთქმულ ანსამბლში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის საყოველთაო წარმატებებში. მოცეკვავე დაჯილდოებული იყო სამსახიობო ნიჭით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტითა და მაღალი პროფესიონალიზმით, რაც განსაკუთრებით ვლინდებოდა მთიულურ და სახასიათო ცეკვებში. 1972-2004 წლებში შ. ხოფერია მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყო თბილისის მერის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ინჟინერ-ექსპერტი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.52; შოთა ხოფერია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 27 ივლისი. - N144 (5485). -გვ.15

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: