შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ხოფერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. ფოთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი (ქორეოგრაფი შ. ჩახავა) აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის პოპულარული ქართული ცეკვის თვითშემოქმედ ანსამბლში (ხელმძღვანელი გ. დარახველიძე). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1958 წელს ქართული ცეკვების ნიჭიერი შემსრულებელი ი. სუხიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ჩარიცხა, სადაც სულ მალე ანსამბლის ერთ-ერთი საუკეთესო სოლისტი-მოცეკვავე გახდა. ხოფერიამ 15 წელი იმოღვაწა სახელგანთქმულ ანსამბლში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის საყოველთაო წარმატებებში. მოცეკვავე დაჯილდოებული იყო სამსახიობო ნიჭით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტითა და მაღალი პროფესიონალიზმით, რაც განსაკუთრებით ვლინდებოდა მთიულურ და სახასიათო ცეკვებში. 1972-2004 წლებში შ. ხოფერია მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყო თბილისის მერის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ინჟინერ-ექსპერტი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.52; შოთა ხოფერია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 27 ივლისი. - N144 (5485). -გვ.15 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |