შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩხიტაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 2002 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 2013 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლი (სამართლებრივ საკითხებში). წლების მანძილზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის და სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობები და ახორციელებდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც იურუდიულ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ასევე ზოგიერთ კერძო უმაღლესი სასწავლებელში იყო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესები: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი, საფინანსო სამართალი, საბიუჯეტო სამართალი, საბაჟო სამართალი, საგადასახადო სამართალი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |