The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ქიტიაშვილი

მზია ქიტიაშვილი
Date of birth:6 September, 1964  (60 years)
Category:Geologist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ინჟინერ ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში; 1992-1993წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ელექტრომექანიკის კათედრა ლაბორანტი; 1993-2005წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრა, ლაბორანტი; 2005-2009წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრა, ასისტენტი; 2009-2013წწ. შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულება, ასისტენტ - პროფესორი; 2003 წლიდან შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი. არის 26 სამეცნიერო სტატიის, 1 მონოგრაფიის, 2 ელექტრონული სახელმძღვანელოს, 1 დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოს, 3 დამხმარე საშუალებისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. აკადემიური დოქტორი. პროფესორი (2013).

სადისერტაციო თემა - "სალექი მანქანის ავტომატური მართვის სისტემის დამუშავება პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით", დაიცვა 2011 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Bibliography


Share: