Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ დურმიშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა1995 წელს; დოქტორანტურა - 2015 წელს. 1975-1977წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1977-1979წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979-1983წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1991წწ. კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე; 1991 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე; 1997-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მეორე ევროპული დეპარტამენტი, პირველი მდივანი; 2008-2012წწ. საქართველოს პარლამენტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისია, მთავარი სპეციალისტი; 2010-2013წწ. სოხუმის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, მოწვეული ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები); 2011-2017წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სამართლისა სკოლა, მოწვეული ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები); 2013-2023წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი (მედიცინის ისტორია); 2015-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ლექტორი; 2015-2107წწ. თბილისის საერთაშორისო აკადემია, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: რუსეთის საგარეო პოლიტიკა, კავკასიაში არსებული კონფლიქტები. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. ექიმი-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრუქტურულ–ფუნქციური ცვლილებები ჰიპოქსიის დროს ექსპერიმენტში და იმუნიტეტის მაჩვენებლები ავადმყოფებში გულის უკმარისობით". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.96; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |