შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გორგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1926 წელს. გიმნაზიაში სწავლის ბოლო წელს როგორც მოხალისემ მიიღო მონაწილეობა საქართველოსა და რუსეთს შორის ომში 1921 წლის თებერვალში. 1928-1938 წლებში მუშაობდა ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციის, შემდეგ კი საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში. 1938 წელს, საყოველთაო რეპრესიებისას, დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. 1938-1945 წელს იხდიდა სასჯელს ჯერ საკონცენტრაციო ბანაკში - რუსეთის ჩრდილოეთით, გადასახლების ბოლო წელს კი აზერბაიჯანში. 1945-1957 წლებში ხელმძღვანელობდა ტყიბულის, წყალტუბოს და ქუთაისის "საქნახშირის" სამშენებლო ორგანიზაციების საგეგმო სამსახურებს. 1957 წელს მიიღო რეაბილიტაცია და საცხოვრებლად დაუბრუნდა თბილისს. 1965–1978 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროში საგეგმო განყოფილების ხელმძღვანელად. დ. გორგაძეს ეკუთვნის მოგონებები დაპატიმრების და გადასახლების შესახებ "მოგზაურობა ჯოჯოხეთში", რომელიც გამოსცა საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2019 წელს. იგი წერდა ლექსებს, მცირე ფორმის მოგონებებს 1921 წლამდე თბილისის ყოფიდან, იგავ-არაკებს ლექსად. იგავები (რუსულ ენაზე) გამოქვეყნებული ჰქონდა ჟურნალში "ЛИТЕРАТУРНАЯ ГРУЗИЯ", თარგმნიდა რუსულად ქართველ პოეტთა ლექსებს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის სერგი გორგაძის შვილი. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |