The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ინეზა კიკნაძე

Date of birth:20 March, 1931
Date of death:1 April, 2020  (at 89 years)
Category:Linguist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1954 წელს.

1960–2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევის სფერო იყო ახალი ქართული ენა (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი), სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაცია, მეტყველების კულტურა და პრაქტიკული სტილისტიკა, მწერლის ენა; ამავე საკითხებზე სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციების სპეც. კურსებს. ასწავლიდა ქართულ ენას უცხოელ სტუდენტებს, სტაჟიორებსა და ასპირანტებს. სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამეცნიერო გამოცემებში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. ავტორია ნაშრომებისა: "მამაჩემი – გრიგოლ კიკნაძე" (კრ-ში: გრიგოლ კიკნაძე, თბ., 1999, შემდგენელ-რედაქტორი, წინათქმის ავტორი – ი. კიკნაძე); "ვაჟა-ფშაველას იდიომებისა და ფრაზეოლოგიურ შესიტყვებათა მცირე ლექსიკონი" (შემდგენლები: ი. კიკნაძე, მ. ბეჟიტაძე, ლ. მამულაშვილი, თბ., 2015) და სხვ.) ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 32-33

Member of Organizations

  • ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტი, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Share: