The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კიკნაძე

ლევან კიკნაძე
Date of birth:12 September, 1946  (78 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1969 წელს; უშიშროების ხელმძღვანელი შემადგენლობის სპეც. კურსები (მოსკოვი) 1979 წელს; გაიარა საგარეო დაზვერვის სპეც. კურსები (მიუნხენი) 1997, 1999 წელს.

1990–1994წწ. იყო აფხაზეთის ა/რ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1997–1999წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ დაზვერვის სამმართველოს უფროსი; 1999–2000წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2000–2001წწ. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის I მოადგილე; 2001–2004წწ. აფხაზეთის ა/რ უშიშროების მინისტრი; 2004–2007წწ. საქართველოს შსს კონტრდაზვერვის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 33

Awards and Honors

  • 2004 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: