შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ფერაძე![]()
ბიოგრაფიამუშაობდა სტატისტიკის დარგში; იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის რწმუნებულის მოადგილე და სტატისტიკის სამმართველოს უფროსი; დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობის არც ერთი სტატისტიკური სამუშაო არ შესრულებულა, რომ მას ამ საქმეში მონაწილეობა არ მიეღოს; 1942 წლის 1 იანვრიდან იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი და შეძლო მოეწყო თავისი კოლექტივის ზუსტი და შეუფერხებელი მუშაობა. უკანასკნელ წლებში საქართველოს სტატისტიკას უცვლელად ეკავა სსრ კავშირში ერთერთი პირველი ადგილი. გ. ფერაძე იყო მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და საქართველოს კპ თბილისის კიროვის რაიკომის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი "სოციალისტური აღრიცხვის წარჩინებული". ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, ირაკლი და ბიძინა ფერაძეების ძმა, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე თენგიზ ფერაძის მამა. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |