Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ფერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით 1953 წელს. 1953-1963წწ. სამეცნიერო სამუშაოს ეწეოდა უნივერსიტეტსა და სახელმწიფი მუზეუმში; 1963-1973წწ. იყო თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი, გამგის მოადგილე; 1973-1980წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის გამგის მოადგილე; 1980-1987წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი; თ. ფერაძე იყო ახალი და უახლესი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი 50-მდე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის, მრავალი საგაზეთო და ტელე-პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო საბჭოებისა სექციების წევრი და ხელმძღვანელი, თანამედროვე ქართული ხელოვნების და არქიტექტურის პრობლემათა მეცნიერული კვლევის სექტორის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან დაინიშნა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. პროფესორი, სტატისტიკის დამსახურებული მუშაკის გიორგი ფერაძის შვილი. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |