The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ხითარიშვილი

ვალერი ხითარიშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს; მოსკოვის გეოლოგიურ - საძიებო ინსტიტუტის ასპირანტურა 1991 წელს.

1972-1977წწ. საქგეოლოგიის სამმართველოს კომპლექსურ თემატურ გეოლოგიურ–ეკონომიური ექსპედიცია, ბურღვის უფროსი ინჟინერი; 1978-1980წწ. საქგეოლოგიის სამმართველოს საცდელ–მეთოდური (ახალი ტექნიკის) პარტია, ბურღვის უფროსი ინჟინერი; 1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: 1980-1983წწ. ნავთობისა და გაზის საბადოებისა და ბურღვის კათედრა, ლაბორატორიის გამგე; 1983-1986წწ. ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრა, ლაბორატორიის გამგე; 1986-1993წწ. ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1993-1995წწ. ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრა, დოცენტი; 2006-2013წწ. ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან  ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 144 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, მეთოდური მითითებები, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ნავთობის მრეწველობის ტერმინოლოგია, არის ავტორი ერთი გამოგონების დასახელებით "სტენდი ქანების ბურღვადობის განსაზღვრისა და ბურღვის რეჟიმის პარამეტრების შერჩევისათვის", ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი / აკადემიური დოქტორი (1994), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: