The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანი ლომაია

ნანი ლომაია
Date of birth:27 March, 1956  (69 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1980 წელს; თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2019 წელს.

1980-1996წწ. - გაზეთი "სოფლის ცხოვრება", წერილების განყოფილება, კორესპონდენტი; 1993-2007წწ. - თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი, პრორექტორი; 1996-2000წწ. - გაზეთი "გაუხმაურებელი ფაქტები", მთავარი რედაქტორი; 2000-2003წწ. - ქალაქ თბილისის პროკურატურა, პრესმდივანი; 2003-2005წწ. - პროკურორის უფროსი თანაშემწე; 2005 წლიდან - საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქმისწარმოების დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. სამეცნიერო ინტერესები: მედიასაშუალებებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიასამართლის პრინციპების იმპლემენტაცია, ჟუნალისტთა პროფესიული ეთიკა და მედიასამართლებრივი კანონმდებლობა, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევები და სამართლებრივი რეგულაციები. "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის" დამფუძნებელი; ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: