The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კილაძე

მერაბ კილაძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს.

1984–1996წწ. მუშაობდა ქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1996–2003წწ. ხელმძღვანელობდა II ქირურგიულ კლინიკას; 1987–1988წწ. მუშაობდა მეიოს (როჩესტერი, აშშ) კლინიკაში; 1988–1992წწ. ტოკიოს (იაპონია) ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში; მიუნხენის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში (გერმანია); 1988–1992წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო სამეცნიერო ცენტრში; 2000–2005წწ. ვიურცბურგის და ფრანკფურტის (გერმანია) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკებში; 2003–2011წწ. იყო ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011–2021წწ. საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა "გიდმედის" ქირურგიული სამსახურის უფროსი; 2021 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის "ამერიკულ ჰოსპიტალში" ქირურგიულ დეპარტამენტს; 1995 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან კლინიკური ქირურგიის კათედრის გამგე; 2016–2017წწ. იყო გ. მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე, არის ამერიკისა და ქირურგთა საერთაშორისო კოლეგიების, ევროპის ქირურგთა და ონკოლოგთა საზოგადოებების და რუსეთის ქირურგთა ასოციაციის წევრი. არის სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. 3 მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც ეხება ონკოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, მიკროქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (2000). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ამერიკული ჰოსპიტალი. თბილისი: ahtbilisi.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 38-39

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკისა და ქირურგთა საერთაშორისო კოლეგიები, წევრი
  • გ. მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (2016-2017)
  • ევროპის ქირურგთა და ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ქირურგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2014 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: