| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ კინასოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოზდოკი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს; მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1930 წელს. 1930-1964წწ. მუშაობდა საავიაციო ძრავების ცენტრალურ ინსტიტუტში ("ЦИАМ"). 1939 წლიდან განყოფილების გამგე, შემდეგ ლაბორატორიის უფროსად, 1954 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1938-1948წწ. შეიმუშავა დგუშიანი თვითმფრინავის ძრავების ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; 1947-1963წწ. ტურბინის დისკების და გაზის ტურბინის ძრავის სხვა ნაწილების სიძლიერის გამოთვლის მეთოდები; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი საავიაციო ძრავების დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1960). სადისერტაციო თემა - "Расчет на прочность дисков турбомашин", დაიცვა 1953 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

