Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა კვიტაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ლანჩხუთის (1945-1946), ზუგდიდის (1950-1953) თეატრებში, აჭარის ფილარმონიის (1953-1957) მსახიობად; 1957 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსხიობია. შესრულებული აქვს 30-მდე როლი: ედემიკა (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ყვარყვარე და ქონდარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და "კახაბერის ხმალი"), კოხტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ზემდეგი (ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), თხაბერიკა (მ. ელიოზიშვილის "ბერიკონი"), ბანკის დირექტორი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ნაკუდა (ჯ. იოსელიანის "ეთერიანი"), ბეჟანი (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), მიშიკო (გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი"), ნესტორი (ჯ. მილორავას "აღუვსებელი საწყაული"), ვანია (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), რეიმონდი (ჩ. დიკენსის "დიდი იმედები"), ამბერკი (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), ნევსკი (ა. აფიონოგენოვი "შიში"), მიკირტუმა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში), ნოზაძე (გ. ხუხაშვილის "მოსამართლე"), სოსიკო ("ძველი ვოდევილები"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ედემიკა (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ალავერდობა", "ხევისბერი გოჩა", "მოხეტიალე რაინდები", "ბიჭები იასამნის ქუჩიდან", "დათა თუთაშხია" და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.56 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |