The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო ფირცხალავა

ანდრო ფირცხალავა
Date of birth:1866
Date of death:1949  (at 83 years)
Burial location:თბილისი კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Rail professional

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ინჩხური, სენაკის მაზრა (ახ. მარტვილის მუნიციპალიტეტი).

თხუთმეტი წლის ასაკში ქუთაისის ერთ-ერთ სმაჭედლოში მოეწყო, აქედან რკინიგზის ტყიბულის ხაზის მშენებლობაზე გადავიდა სამუშაოდ; 1887–1890 წლებში მეფის არმიაში მსახურობდა, რის შემდეგაც რკინიგზის ტყიბულის ხაზს დაუბრუნდა; 1895 წელს ა. ფირცხალავა გადავიდა თბილისში და არსენალის სახელოსნოში იწყებს მუშაობას; 1897 წელს იგი გაეცნო მოწინავე მუშებს მ. ჩოდრიშვილს, მ. ბოჭორიძეს და სხვ. მათი გავლენით შევიდა სოციალ-დემოკრატთა წრეში; 1900 წელს ის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სამჭედლო საამქროში იწყებს მუშაობას და აქტიურად მონაწილეობს პარტიულ მუშაობაში. აგროვებდა ფულს პოლიტპატიმართა დასახმარებლად და ეხმარებოდა თანამოაზრეებს; პარტიის მე-2 ყრილობაზე მომხდარი გათიშვის შემდეგ ბოლშევიკებს მიემხრო; 1905 წელს იგი მებრძოლი რაზმების რიგებში იყო და აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლებში; 1905 წლის 18 დეკემბრის შეიარაღებული გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო და მონაწილეობას იღებდა 18 დეკემბრის მსხვერპლთა დაკრძალვის ორგანიზაციაში. 1905 წელს ის რევოლუციური მუშაობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს; 1910 წლის დეკემბერში ის დააპატიმრეს და ექვსი თვით პატიმრობის შემდეგ დონის როსტოვში გადაასახლეს ხუთი წლის ვადით; მუშაობდა ნახჭევანის ორგანიზაციაში, რომელსაც ა. ჯაფარიძე და ა. გეგეჭკორი ხელმძღვანელობდნენ. გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ 1914 წლის ივლისში ა. ფირცხალავა თბილისს დაუბრუნდა და კვლავ პარტიულ მუშაობაში ჩაერთო, რის გამოც არა ერთხელ გახდა რეპრესიების მსხვერპლი; 1917 წლამდე არსენალში მუშაობდა და ადგილობრივი პარტიული კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. 1917 წელს მთავარ სახელოსნოში გადავიდა. მთავარი სახელოსნოს მუშებმა იგი აირჩიეს თბილისის საბჭოს დეპუტატად; საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა პროფკავშირებში, შრომის სასამართლოს თავმჯდომარედ და საკ. კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო საკონტროლო კომისიის წევრად; ა. ფირცხალავა იყო დამსახურებული სტახანოველი რის გამოც დაჯილდოებულია არა ერთი მედლით და სიგელით. იგი თანამონაწილეა თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის დაარსებისა.

წყარო:  რევოლუციური მოძრაობის მოღვაწენი საქართველოში : ბიოგრ. კრებული.- თბ.,1961.-696

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Awards and Honors

  • ლენინური პრემია (სტახანოველი)

Share: