შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ კირთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს. 1974–1975წწ. მუშაობდა №20 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1975–1978წწ. №13 კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგად; 1978–1980წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში, თავდაპირველად – ზოგადი ქირურგიის კათედრაზე აკად. ვ. სტრუჩკოვის ხელმძღვანელობით, შემდეგ, 1980–1988წწ. ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე (ხელმძღვ. ი. სეჩენიკოვი), პარალელურად მუშაობდა მოსკოვის №7 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიაში (ხელმძღვ. ვ. პეტროვი). 1988–1989წწ. იყო №78 პოლიკლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე, დაინიშნა მედიცინის - სან. ნაწილის №4 მთავარ ექიმად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობს მოსკოვის, ომის ვეტერანთა №1 მრავალპროფილურ ჰოსპიტალს (2017 წლიდან – პრეზიდენტი). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება ზოგადი ქირურუგიის და ანგიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. არის 2 გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი (1997), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998). ანგიოქირურგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61-62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |