The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია კიტია

გია კიტია
Legal name:გიორგი კიტია
Date of birth:27 February, 1956  (69 years)
Category:Actor/Actress, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ცირკის, ესტრადისა და მასობრივი წარმოდგენების სარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ცირკში ("ცვეტნოი ბულვარი"). 1981–1987წწ. იყო თბილისის რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 1987–2007წწ. კი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი. 1981 წლიდან თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისურის კათედრაზე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. დადგმული აქვს სპექტაკლები: ო. ჰენრის "წითელკანიანთა ბელადი", ე. შვარცის "თოვლის დედოფალი", ნ. გლადკოვის "ბრემენელი მუსიკოსები", ჯ. ჯერომის "ტომმი" (გრან-პრი, დონის-როსტოვი, მსოფლიო საბავშვო თეატრის გენერალური ასამბლეის ფესტივალი, 1995), ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "საშობაო ზღაპრების" სერია, ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის ზღაპარი". 1995 წლიდან არის საბავშვო თეატრების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. სხვადასხვა წლებში იყო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალების (მოსკოვი, ნოვგოროდი, ეკატერინბურგი, ტიუმენი, ვარშავა) ლაურეატი. 2003 წლიდან არის საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მთავარი რეჟისორი. გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (რეჟ. თ. აბულაძე, 1962), "ბიჭი და ჩიტი" (რეჟ. კ. სურმავა, 1968), "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010) და სხვ. თეატრისა და კინოს რეჟისორი და მსახიობი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 69

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი

Share: