შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვილჰელმ კიუხელბეკერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1811–1817წწ. სწავლობდა ცარსკოე-სელოს ლიცეუმში. ცარსკოე-სელოს ლიცეუმში დაუმეგობრდა ა. პუშკინს, ი. პუშჩინს, ა. დელვიგს და ა. გორჩაკოვს. 1821 დამლევს ცარიზმისაგან დევნილი ჩამოვიდა თბილისში, სადაც ნახევარი წელი დაყო, დაუახლოვდა აქ მყოფ ა. გრიბოედოვს, გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. აღტაცებული იყო საქართველოთი, რომელსაც არაერთი ლექსი მიუძღვნა ("ბედმა ალერსი მე არ მარგუნა" და სხვ.). 1825 წელს სანქტ-პეტერბურგში დეკაბრისტების ფარული საზოგადოების წევრი გახდა. 1826–1846წწ. ციხესა და გადასახლებაში გაატარა. შორეულ ციმბირში ხშირად იგონებდა საქართველოს, რაც აისხა პოემაში "იური და ქსენია" (1832–1833; სრულად გმოქვეყნდა 1939 წელს. რუსი პოეტი, დეკაბრისტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; obrazovaka.ru; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 71 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |