The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე კლაპიტონიშვილი

Date of birth:1800  (225 years)
Date of death:18??
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადილი: ქ. სტამბოლი.

დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია 1822 წელს.

მუშაობა დაიწყო კარის ექიმად იმჟამად რუსეთში მყოფ დედოფალ მარიამთან. 1828 წლიდან ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა), 1832 წლიდან გორის მაზრის ექიმი იყო; 1836–1843წწ. მუშაობდა ბაქოსა და ნუხაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამედიცინო ლიტერატურის განვითარებაში; პეტერბურგში ქართულ ენაზე 3 ნაწილად გამოსცა სამედიცინო დარიგებანი, რომელიც შემდეგ რუსულ ენაზეც დაიბეჭდა; შეადგინა და მოსკოვში ქართულ ენაზე გამოსცა მოკლე კარაბადინი; მასვე ეკუთვნის ვრცელი ანგარიშები ინფექციურ სნეულებათა (შავი ჭირი, ქოლერა და სხვ.) ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, კლინიკის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც რუსეთში მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება; ერეკლე II-ის კარის ექიმის შვილი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 74

Bibliography


Share: