The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კობახიძე

თამაზ კობახიძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 2006  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, ვეტერინარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1956 წელს.

1956–1957წწ. იყო ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) მეფრინველეობის ფაბრიკის საამქროს უფროსი; 1958–1960წწ. თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკის მთავარი ვეტექიმი; 1960–1971წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1971–1973წწ. ამავე ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიური პრეპარატების ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორის მოადგილე, 1974 წლიდან – დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა ახალი საკვები პრეპარატი, რომელსაც მეფრინველეობაში იყენებდნენ. მანვე შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ახალი ფოსფორორგანული ნაერთებისაგან წარმოქმნილი ინსექტიციდური პრეპარატი "ხლოფო-50" (იყენებდნენ მავნებლების, კარტოფილის ნარგავებში – კოლორადოს ხოჭოს, აგრეთვე ყურძნის ჭიის წინააღმდეგ); შეიმუშავა სხვადასხვა წარმოების ნარჩენების საკვებად გამოყენების ტექნოლოგიები და მეცხოველეობის პრაქტიკაში მათი დანერგვის მეთოდები.  ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, 7 გამოგონების და 25 რაციონალური წინადადებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969). ვეტერინარი ექიმი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 98

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: