The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კობახიძე

დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1988  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1936 წელს.

1937–1939წწ. იყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სამმართველოს უფროსი; 1944–1946წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის თანამშრომელი; 1946–1988წწ. ამავე კათედრის გამგე. იკვლევდა სასოფლო-სამეურნეო დარაიონებისა და მთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის, მიკროდარაიონებისა და ტიპიზაციის საკითხებს. არის 2 მონოგრაფიისა და სხვა სამეცნიერო შრომების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1974).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 99

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: