შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კობიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თბილისის გუბერნია. დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის კადეტთა კორპუსი 1882 წელს და ელიზავეტგრადის კავალერიის სასწავლებელი 1884 წელს. 1881 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1904–1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1911 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1913–1916წწ. მეთაურობდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკს; 1916–1918წწ. კავკასიის ცხენოსანი დივიზიის I ბრიგადას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, 1918 წლიდან თეთრ გვარდიელთა მოძრაობაშია. 1920 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. ხელმძღვანელობდა სევერსკის დრაგუნთა საზოგადოებბას ბელგრადში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916), დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე წმინდა გიორგის იარაღით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; MEMATIANE.GE: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |