შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა კოკოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგირი ფაკულტეტი 1993 წელს; ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2000 წელს და დოქტურანტურა 2011 წელს. 1993 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1993-1996წწ. გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა, ლაბორანტი; 1996-2004წწ. გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა, მუზეუმის გამგე; 2007 წელს გეოლოგიის დეპარტამენტი, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებელი; 2007 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტი, მუზეუმის ხელმძღვენელი; 2013-2017წწ. გეოლოგიის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; 2017 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. არის 33 სამეცნიერო შრომის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია და 2 ელექტრონული სახელმძღვანელო : "პალეონტოლოგია", "ხერხემლიანთა პალეონტოლოგია"; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სიმპიზიუმებში, მონაწილეობს აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით პროექტებში (2012-2014წწ. და 2016- 2019წწ). სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოლოგია, სტრატიგრაფია, პალეონტოლოგია, უხერხემლოების პალეონტოლოგია, პალეონტოლოგიის საფუძვლები). გეოლოგიის დოქტორი (2011), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |