The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ჩიტაია

მალხაზ ჩიტაია
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2007 წელს; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნესის მართვის კვალიფიკაციით 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, საჯარო მმართველობის კვალიფიკაციით 2017 წელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; ა(ა)იპ "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის" თავჯდომარის მოადგილე; საქართველოს საავიაციო უნივერისიტეტი, მოწვეული პედაგოგი, უძღვებოდა სასწავლო კურს - "საგადასახადო საქმე"; საქართველოს ღია უნივერიტეტი, მოწვეული პედაგოგი, უძღვებოდა კრიმინალისტიკის კურსს; 2007-2008წწ. - აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური ჯგუფის ექსპერტი; 2007-2012წწ. - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიურო, ექსპერტი; 2007-2008წწ. - დოკუმენტების ტექნიკური და სტრუქტურული ხელწერის ექსპერტიზის ექსპერტი; 2007-2019წწ. - დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი; 2015 წლიდან - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სისხლის სამართლის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიმუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: