The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავაზაშვილ-მაცხონაშვილი ეთერ

ავაზაშვილ-მაცხონაშვილი ეთერ
Date of birth:6 June, 1932  (92 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს; თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი 1965 წელს.

1960 წელს ცხინვალის თეატრში მსახიობია; 1961 წელს ყვარლის სახალხო თეატრის რეჟისორია; 1961-1965 და 1971-1974 წლებში თელავის თეატრის, ხოლო 1968-1970 წლებში - მესხეთის, 1970-1971 წლებში გორის, 1974-1982 წლებში ქუთაისის, 1983 წელს მესხეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მზია (რ. ებრალიძის "ნანა"), პირიმზისა, პირიმთვარისა, (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ლელა (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), თამარი (გ. ბერიაშვილის "ვაზის ტირილი"), სალომე (ა. გეწაძის "მზე ცრემლში"), კრეუზა (ლ. სანიკიძის "მედეა"), ლუიზა (მ. რიდის "უთავო მხედარი"), ლედი მილფორდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ნადია (კალეგარის "ცხოვრებიდან შერისხული", კლავდია (ვ. როზოვის "ქორწინების დღე"), მერსედესი (ა. შერვაშიძის "ქალიშვილი სანტიაგოდან"), დირექტორი (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ელისაბედი (თ. აბულაშვილის "წეროს გუთანი აბია"), ელისაბედი (ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი"), მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.59


Share: