Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ კოზმანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭოპორტი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი 1954 წელს. 1969 წელს დაინიშნა კომბინირებული საკვების მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად. 1982 წლიდან იყო საქართველოს ზოოტექნიკური სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ცხოველთა კვების კათედრის გამგე, 1989–1991წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1993–2005წწ. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების კათედრის გამგე; 2006–2009წწ. ზოგადი ზოოტექნიკური დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2011–2012წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მან სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებად შეიმუშავა წვნიანი საკვების ცილით გამდიდრების ტექნოლოგია, გამოიკვლია საქართველოს მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში ცხვრის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის საძოვრით დაკმაყოფილების პროცენტი და დაამუშავა მათი რაციონალური კვების პრინციპები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის 3 მონოგრაფიის. აქვს 7 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1980), ზოოტექნიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 111 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |