Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინა ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი სოფელი ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი. 1991 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის 204-ე საბავშვო ბაღში ინგლისური ენის წრის ხელმძღვანელად და უფროს მასწავლებლად; 1992 წლიდან მუშაობდა ჯერ 105-ე და შემდეგ 179-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. 1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოში აშშ საელჩოსთან არსებული ტურისტული ფირმა - "გუდა" - გიდი-თარჯიმანად; 2000-2013წწ. საქართველოს ტექნოლოგიურ-ჰუმანიტარული ინსტუტში. ორჯერ არჩეული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრად და უცხო-ენათა კათედრის გამგედ, აფილირებული-სრული პროფესორი; 2000-2014წწ. ხელოვნების უნივერსიტეტში. აფილირებული-სრული პროფესორი და ორჯერ არჩეული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრად; 2012-2020წწ. მიწვეული იყო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორად; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში. არის აფილირებული პროფესორი. ორჯერ არჩეული იქნა ქართული და უცხო-ენების კათედრის (გამგე) ხელმძღვანელად. ორჯერ აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის მონიტორინგის საბჭოს წევრად; 2014 წლიდან არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 3 სახელმძღვანელო წიგნი: ინგლისური ენის გრამატიკის-სახელმძღვანელო ქართულ (2016-2020) და ინგლისურ ენაზე (1999); ასევე პოზნანის მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში - დამხმარე სახელმძღვანელო საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის მოკლე ისტორია "ინგლისურ ენაზე"; პოზნანი - პოლონეთი ინგლისური ენის დარგობრივი მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 35-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან რამდენიმე სტატია დაიბეჭდა მსოფლიოს წამყავან სამეცნიერო გამომცემლობების თემატურ ჟურნალებში, როგორიცაა: SCOPUS, EBSCO, IMPACT და ა.შ.; 2018 წლიდან გაიარა ონლაინ-ვებინარის ასევე აუდიტორიული დარგობრივი ტრენინგი და არის სერტიფიცირებული ტრენერი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მიმართულებით. კერძოდ: TOEFL-MASTERS; TESOL; ICT; TEACH-DAVE MASTER CLASS-TRENER; უცხო ენის სწავლების სფეროსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით მინიჭებული აქვს 37-მდე სერთიფიკატი. GLOBAL TEACHERS - 2022, 2023, 2024 CERTIFICATES. არის ERASMUS + NEO - IN- GEORGIA--ას წევრი; 2017 წელს მიწვეული იყო აშშ-ის კალიფორნიის ხელოვნების უნივერსიტეტში - THE ART UNIVERSITY - IN- CALIFORNIA. აქვს 33 წლის დარგობრივი მუშაობის პედაგოგიური გამოცდილება. წყარო: თინა ონიანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |