The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კოკაია

მერაბ კოკაია
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით 1978 წელს.

სამეცნიერო კვლევა დაიწყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა შვედეთში; 1986–1987წწ. ლუნდის უნივერსიტეტში მუშაობდა ნერვული უჯრედების ტრანსპლანტაციაზე ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებში; 1998 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2006 წლიდან ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრში (შვედეთი) ექსპერ. ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 2013 წლიდან ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი; 2013–1918წწ. დიდი კოლაბორაციული ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის EPITARGET კოორდინატორი ეპილეფსიის კვლევაში; 2011 წლიდან ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მისი სამეცნიერო კვლევები გამოქვეყნებულია საერთაშორისი სამეცნიერო ჟურნალებში (Neuron, PNAS, Brain, J. Neurosci., J Clin. Inv., Neurobiol. Dis., Gene Therapy, PLOS ONE, Hippocampus, Molecular Therapy და სხვა). მიღებული აქვს პატენტები აშშ-ში [ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ვექტორები და ნაერთები (2014); ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ეპილეფსიის მკურნალობაში (2014); ცერებრული იშემიისა და ცერებრული დაზიანების მკურნალობა ნეიროპროტექტორული აგენტებით (1999)]. ფიზიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2008).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 113


გააზიარე: