Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ხოკერაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტი საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ინჟინრის კვალიფიკაციით 1992 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1992-2007წწ. შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრა, ლაბორატორიის გამგე, ლაბორანტი; 2007-2013წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე; 2013-2016წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, უფროსი ლაბორანტი; 2016-2021წწ. სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი; შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასისტენტი; 2021 წლიდან შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 1992 - 1993 წლებში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2019), პროფესორი (2021). სადისერტაციო თემა - "მეტროს სავენტილაციო სისტემების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა უსაფრთხო სავენტილაციო რეჟიმების დასადგენად", დაიცვა 2019 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |