შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
წურწუმია მადონა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი ინჟინრის, ქიმიკოსისა და ტექნოლოგის კვალიფიკაციით; ბურღვის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ВНИИБТ) ასპირანტურა 1997 წელს. 1979-1997წწ. კავკასიის ნავთობის კვლევითი საპროექტო გაერთიანება, ბურღვის ტექნოლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ - თანამშრომელი; 1998-1999წწ. ქართულ – ამერიუკული ნავთონგადამამუშავებელი კომპანია, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 2004-2005წწ. სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობი", გეოინფორმატიკის, გარემოს მდგომარეობის და ლაბორატორიული შეფასების განყოფილება, უფროსი სპეციალისტი; 2005-2006წწ. სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობი", ბუნების დაცვის განყოფილება, განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2006-2007წწ. სს ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობი", სააქციო საზოგადოება "თელეთის ნავთობის კომპანია", განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2009-2011წწ. თბილისის 23–ე საჯარო სკოლა, ქიმიის პედაგოგი, ქიმიის კაბინეტის ლაბორანტი; 2017-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2020- 2021წწ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა 1997 წელს რუსეთში), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |