შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ რაზმაძე-ბროკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის, გეოფიზიკის სპეციალობით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა. 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტში: 1996-2021წწ. უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან ასისტენტ-პროფესორი; 2020-2023წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი საზოგადოებრივ საწყისებზე; 2024 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი - საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად გეოლოგიის დარგში; არის 17 სამეცნიერო შრომის ავტორი; 2020-2022წწ. მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში; სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში (ზოგადი გეოფიზიკა, გეოფიზიკა, საველე გეოფიზიკა, ზოგადი გრავიმეტრია, გეოდეზიური გრავიმეტრია, მაღალი სიზუსტის გრავიმეტრია, სარეწაო გეოფიზიკა, კაროტაჟული სამუშაოები ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისას, გეოფიზიკური გაზომვები ბურღვის პროცესში). გეოლოგიის აკადემიური დოქტორი (2021), პროფესორი (2021), გეოფიზიკოსი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |