The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია გაჩეჩილაძე

ნატალია გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო - ინჟინერ - ჰიდროგეოლოგის კვალიფიკაციით 2003 წელს; მაგისტრატურა 2006 წელს; დოქტურანტურა 2013 წელს.

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2006-2007წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ლაბორანტი; 2007-2011წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, უფროსი ლაბორანტი; 2011-2017წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, ლაბორანტი; 2017-2021წწ. გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში - ზოგადი საინჟინრო გეოლოგია, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მეთოდები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგია. ხელმძღვანელობას უწევს ბაკალავრებს და მაგისტრანტებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, პედაგოგიური საქმიანობას ეწევა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე პროფესიული მიმართულებით მუშაობს შპს "ჯეოინჟინირინგში" წამყვან სპეციალისტად. არის 10 სამეცნიერო შრომის და 3 ელექტრონული სახელმძღვანელოს ავტორი. გეოლოგია - მინერალოგიის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: