Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ აბჟანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, ჭიათურის რაიონი. 1927 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, 1929 წელს გადავიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1932 წელს. იმავე წელს რეჟისორმა ვახტანგ აბაშიძემ მიიწვია მხატვრად ხონის თეატრში, სადაც, სპაქტაკლების გაფორმების პარალელურად, ასრულებდა სხვადასხვა როლსაც; 1933 წელს იგი მიიწვიეს მარჯანიშვილის თეატრში მხატვრის თანაშემწედ; 1938-1944 წლებში მუშაობდა დამდგმელ მხატვრად, 1944 წელს გადადის სამუშაოდ ჭიათურის თეატრში; მ. აბჟანდაძეს გაფორმებული აქვს 130-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის: ხონის თეატრში: "ჩემი ნათლული" (1933), "შვიდი დღე" (1933), "ლიანდაგი გუგუნებს" (1938), გ. აბაშიძის "ბედნიერება" (1939), ავქ. ცაგარელის "ხანუმა" (1940), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941); ფოთის თეატრში: შ. დადიანის "გუშინდელნი" (1940); ჭიათურის თეატრში: სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი" (1944), დენერის და კორმონის "ორი ობოლი" (1945), ავქ. ცაგარელის "ხანუმა" (1945), ვ. კანდელაკის "რევაზ პირველი" (1947), ალ. ყაზბეგის "არსენა" (1948), გრ. ბერძენიშვილის "სიყვარულის ძალა" (1949), ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები" (1949), კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი" (1950), დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი" (1951), ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე" (1952), ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული" (1953), ს. კლდიაშვილის "დღესასწაული საკრაულში" ( 1954), ს. მთვარაძის "სურამის ციხე" (1955), ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" (1956), შ. დადიანის "გუშინდელნი" (1957), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1958), პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" (1959), ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები" (1960), ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარინი" (1961), მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი" (1962), ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ" (1963), რ. ჯაფარიძის "ჯარისკაცის ქვრივი" (1964), ვ. კანდელაკის "ნაკრძალში" (1965), ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია" (1967), ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა" (1968), აკ. გეწაძის "ყარამან ყანთელაძე" (1969); გორის თეატრში: ჯ. ფლეჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი" (1960). წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.63 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |