შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშერ ქერქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს. 1970-1975წწ. სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ალგორითმული პროცესების ლაბორატორია, ლაბორანტი; 1977 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განყოფილება, ლაბორანტი; 1980-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, იშვიათი ელემენტების ქიმიური ტექნოლოგიის ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 1983 2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, იშვიათი ელემენტების ქიმიური ტექნოლოგიის ლაბორატორია: 1983 წელს უმც. მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1994წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2006წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2011წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ექსპერტი. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სერტიფიცირებული ეროვნული ექსპერტი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |