შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დანელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგროქიმიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა 1987წელს; ნიუიორკის მეცნიერებათა აკადემია 2019 წელს. 1980-1999წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში აგრარული უნივერსიტეტი), აგროქიმიის ფაკულტეტზე: 1987-1999წწ. ეკავა დოცენტის თანამდებობა; 1999 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი. 56 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი (მათ შორის 5 სახელმძღვანელოა), მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1987 წელს მოსკოვში), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |