Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ბაციკაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ფერადი ლითონების მეტალურგია, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1988 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობა - ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება და ექსპერტიზა, ქიმიური ტექნოლოგის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2005 წელს. 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2001-2005წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ბიოტექნოლოგიის კათედრა ასისტენტი; 2005-2009წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი. 2009 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი: 2013 წლიდან ფარმაციის დეპარტამენტი, პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2005). სადისერტაციო თემა - "იზომერული პიროლოთიუკუმარინების სინთეზის რეაქციის უნარიანობის შესწავლა და ბიოლოგიური კვლვევა". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |