The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე თოფურია

ეკატერინე თოფურია
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად სტუ) ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2004 წელს.

1994 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (ამჟამად სტუ) ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრაზე: 1994-2004წწ. უფროსი ლაბორანტი; 2004-2006წწ. დოცენტი; 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (2004). პროფესორი (2006).

სადისერტაციო თემა - "ზოგიერთ ბიოაქტიურ ლიგანდებთან (ჰექსამეთილენტეტრამინი, ჰიდრაზიდები, ჰიდრაზონები) ლითონების კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: