The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კოკოევი

ვასილ კოკოევი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1991  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჯავა, ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელი 1949 წელს.

მუშაობდა ქანდაკების დარგში. შექმნა არაერთი სკულპტურული ნამუშევარი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო სურათების (ახლანდელი დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა) გალერეისა და ცხინვალის მუზეუმის ფონდებში ინახება. მისი ნამუშევრები ("მუშის პორტრეტი", 1959; "ქალიშვილის პორტრეტი", 1966; "შებრძოლება", 1975 და სხვ.) ძირითადად თანამედროვეობას, ადამიანებს, საყურადღებო ფაქტებსა თუ მოვლენებს ეძღვნება.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: