The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ძეკონსკაია

მედეა ძეკონსკაია
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1961  (63 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1978-1979წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფიზაღზრდის კათედრა, მწრთვნელი; 1985-1998წწ. საქ. ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტი, მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილება, ექიმ-ლაბორანტი; 1988-1997წწ. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მემბრანოლოგიის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997-1998წწ. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, მემბრანოლოგიის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1997-2006წწ. პროცესები და აპარარატები და ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი (საათობრივი ანაზღაურებით), უფროსი მასწავლებელი; 2006-2013წწ. ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვვეული ასოცირებული პროფესორი; 2013-2018წწ. აგრარული მეცნიერებისა  და ბიოსაინჟინრო ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2013-2017წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიული ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2017-2019წწ. აგრარული მეცნიერებისა  და ბიოსაინჟინრო ფაკულტეტი, Department of Viticulture, Viticulture and Enology Masters program, მოწვ. პროფესორი; 2017-2021წწ. ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალიურგიული ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან ქიმური ტექნოლოგიის და მეტალურგიული ფაკულტეტი, სასურსათო პროდუქტების ინჟ. პროგრამა, ასისტენტ პროფესორი. 20-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1997), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: