შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა სილიკატური და ძნელღობადი არალითონური მასალების ტექნოლოგიის მიმართულებით 1982 წელს. 1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1971-2006წწ. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2006 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულება: ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. იყო "ფერადი მინის და ბროლის ქარხნის" და კერამიკული ქარხანა "ინტერიერის" მთავარი ტექნოლოგი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციასა და გამოფენაში, სადაც დაჯილდოებულია ბრინჯაოს მედლით, სხვადასხვა საპატიო სიგელით და დიპლომით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1982), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |