The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ნიჟარაძე

ნათელა ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სილიკატების ტექნოლოგიის სპეციალობით, ინჟინერ ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  ასპირანტურა 1976 წელს.

1965-2002წწ. საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბობგერასაიზოლაციო მასალების ლაბორატორიის ცეცხლგამძლე მასალების ჯგუფი, ლაბორატორიის გამგე; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი. 2020 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ასოცირებული პროფესორი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1976), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: