| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ კომპანიონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ლეობენის სამთო აკადემია (ავსტრია) 1910 წელ; პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1914 წელს. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს მრეწველობის ინსპექტორად, ჭიათურის მანგანუმის საბადოებზე, შემდეგ კი თბილისში, სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში. პარალელურად მოღვაწეობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ-საძიებო ექსპედიციებს. დიდი წვლილი მიუძღვის ლოპოტის მარმარილოს საბადოს ძიებისა და მისი საექსპლუატაციოდ მომზადების საქმეში. 1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მან პირველმა მეცნიერულად დაასაბუთა საქართველოს მთაგორიანი რაიონებისათვის ბაგირგზების განვითარების აუცილებლობა; თეორიულად გამოიკვლია ბაგირების გაანგარიშების საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი, საქართველოში უმაღლესი სამთო-ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 141-142
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

