The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გველესიანი

რევაზ გველესიანი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1989–2020წწ. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის, ტიუბინგენის, მიუნხენის, ბონის, ფრაიბურგის, ბრანდენბურგის, ზაარლანდის, პოტსდამის უნივერსიტეტებში; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პოლიტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2006 წლიდან ეკონომიკის პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი, 1998 წლიდან ვაშინგტონის მეცნიერების პროგრესის ასოციაციის, 2015 წლიდან იტალიის გამოყენებითი ეკონომიკის ასოციაციის, ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) წევრი (2015-იდან) და მისი ვიცე-პრეზიდენტი (2016), 2019 წლიდან ჟურნალ "International Journal of Global Sustainability (IJGS)"-ის სარედაქციო საბჭოს წევრი; 2006–2014წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა საქართველოსა და მსოფლიო სხვა ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ინტერესების პრობლემა და გლობალური მეწარმეობის სტრატეგია და კულტურა. ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.genewspaper.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი
  • 2020 - პაატა გუგუშვილის სახელობის მედალი
  • 2015 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: