შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1996 წელს. 1987-1993წწ. იყო არქეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1993-1996წწ. მესამე ექსპერიმენტული სკოლის ისტორიის პედაგოგი; 1996-2005წწ. გ. ლეონიზის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში შემოქმედებით სახელოსნოს ისტორიის პედაგოგად; 1998-2013წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2005 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ცენტრის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ევროპისა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის ისტორიას, ყოველდღიურობის, გენდერის კვლევებს, განათლების ისტორიასა და სხვა; იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 მონოგრაფიის ("ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში", თანაავტორი ლ. ხომერიკი, 2005; "მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე", 2009, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, 2015) და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციისა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე; მ. ჯავახიშვილმა ქართულად თარგმნა ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ჟ. დიუბის წიგნი "რაინდი, ქალი და მღვდელი". მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტიპენდია (ვატიკანის კულტურული თანამშრომლობის კათოლიკური კომიტეტის, დენი დიდროს, დედოფალ იადვიგას ფონდის, ჰაინრიხ ბიოლის და სხვ.), ახორციელებდა სამეცნიერო პროექტებს საფრანგეთში (პარიზი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლი), შვეიცარიაში (ფრიბურგის უნივერსიტეტი), პოლონეთში (იაგელონიის უნივერსიტეტი), იტალიაში (რომის ფრანგული სკოლა), საბერძნეთში (ათენის ფრანგული სკოლა) და სხვ.; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში. სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები: შუა საუკუნეების ისტორია; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორია; ჯვაროსნები და საქართველო; ყოველდღიურობის კვლევები; განათლების ისტორია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიევისტი. წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი : faculty.iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |