შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ კონდახსაზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1963 წელს. იყო ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის პოლიგრაფიის განყოფილებისა და თბილისის ქართული თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი; 1964 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები ჰქონდა მხატვრის სახლში (1989); ხსოვნის პერსონალური გამოფენა – კავკასიურ სახლში (2010; ორივე თბილისი); "არსი და ფორმა" (SAR Galery, ერევანი, 2018) და სხვ.; გამოფენები: "საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება" (მოსკოვი, 1987), ქართველი მხატვრების რეტროსპექტული გამოფენა (მხატვრის ცენტრალური სახლი, მოსკოვი, 1988), "ქართველი მხატვრები სომხეთში" (ერევანი, 1996) და სხვ. მან შექმნა 1000-ზე მეტი ნამუშევარი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ძირითადი ნამუშევრები: "ალუბლისფერი ხავერდის სუფრა" (1978), "ბროწეული", "დინარას პორტრეტი", "სამი საგანი შავ ფონზე" (1979), "წითელი სახარება" (1984), "შობა" (1987), "გამოცხადება" (1990), "ნარიყალა გოგილოს აბანოდან", "პარისის სამსჯავრო" (1994), "თეთრი ნატიურმორტი", "კენტავრი", "ტაძარი", (1996), "აღდგომა", "ჭურჭელი", "აბანო" (1998), "მოდელი" (2001), "შიშველი ქალის ფიგურა" (2004), "ყვავილები" (2005), "ძველი ქალაქი". წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 146 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |