შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ოთარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ფიზიკოსის კვალიფიკაციით 1982 წელს; მოსკოვის ა. ბაიკოვის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტის ფხვნილების მეტალურგია, კომპოზიციური მასალების კათედრის ასპირანტურა 1987 წელს. 1982-1983წწ. თბილისის ელექტროშედუღების ინსტიტუტი, შედუღებული მასალების დეფექტოსკოპიის ლაბორატორია, ინჟინერი; 1983-1984წწ. ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტი, კომპოზიციური მასალების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1987წწ. მოსკოვის მეტალურგიის ინსტიტუტი, კომპოზიციური მასალების განყოფელება, ასპირანტი; 1987-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლითონთა წნევით დამუშავების კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. ლითონთა წნევით დამუშავების კათედრა, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |