The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან კონდრატენკო

რომან კონდრატენკო
Date of birth:12 October, 1857
Date of death:15 December, 1904  (at 47 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
Category:Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტიფლისი.

დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი 1877 წელს; საინჟინრო აკადემია 1882 წელს; გენშტაბის აკადემია 1886 წელს.

1886 წელს დანიშნეს გილენის სამხედრო ოლქში, სადაც ეკავა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობა. 1901 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მსახურობდა სამხედრო ინჟინრად ბათუმში. 1903 წლიდან იყო აღმოსავლეთ ციმბირის მე-7 მსროლელი ბრიგადის, ხოლო 1904 წლიდან მის ბაზაზე შექმნილი დივიზიის მეთაური. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შეიარაღების ახალი სახეები: ხელყუმბარა, ნაღმსატყორცნი, ელექტროდენიანი მავთულ-ღობურები და სხვ. 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს იყო პორტ-არტურის ციხესიმაგრის სახმელეთო ფრონტის დაცვის უფროსი. დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის დროს. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1904, გარდაცვალების შემდეგ); სამხედრო ინჟინერი, პორტ-არტურის დაცვის გმირი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 147

Awards and Honors

  • 1904 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილით)
  • 1904 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1892 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: